მიკროცემენტის მოვლა
როდესაც გადაწყვეტთ სამუშაოს ან რემონტის ჩატარებას ამ ტიპის დეკორატიული საფარით, ყოველთვის უნდა იქონიოთ მხედველობაში, თუ როგორ ხდება ასეთი ზედაპირის მოვლა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მასალა, რომელიც არ საჭიროებს ისეთ დასუფთავებას ან მოვლას, როგორც სხვა სახის სამშენებლო მასალები, ჩვენ გადავწყვიტეთ თქვენ გაგიზიაროთ ყველა დეტალი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ზედაპირის მოვლისას. CEMENTEC-ის რეკომენდაციები, თქვენ დაგეხმარებათ იმის ცოდნაში თუ როგორ უნდა განახორციელოთ მიკროცემენტის მოვლა, იმისათვის, რომ ის ბრწყინვალედ გამოიყურებოდეს მრავალი წლის განმავლობაში დღიდან მისი დამონტაჟებისა. ვინც ჯერ კიდევ არ იცის, მიკროცემენტის ზედაპირის მოვლა, ვაცნობებთ, რომ ეს ხდება ბუნებრივი ხის პარკეტის ან ლამინირებული იატაკის მსგავსად. მისი ყოველდღიური მოვლა ხდება წყლის და ნეიტრალური საპნის ხსნარით, მოპის ან ღრუბლის გამოყენებით. არასოდეს შეარჩიოთ ისეთი საწმენდი საშუალება, რომელიც გამოიწვევს ზედაპირის გახეხვასა და დაზიანებას, მაგალითად ჯაგრისი ან სინა ღრუბელი, საწმენდ სითხედ, დაუშვებელია ქლორის ან ამიაკის გამოყენება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს დეკორატიული საფარი ნებისმიერ ზედაპირზე გამოიყურება შესანიშნავად და გამოირჩევა სიმტკიცითა და გამძლეობით, მისი ეფექტურობის შესანარჩუნებლად მოერიდეთ მასზე პირდაპირ ზემოქმედებას, გახახუნებას, დარტყმას, რათა გარანტირებული იყოს მისი ეფექტურობა. ჩვენ მოგცემთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას თქვენი მიკროცემენტის საფარის მოვლის უზრუნველსაყოფად. არ გაასრიალოთ მძიმე საგნები აღნიშნულ ზედაპირზე, არ დაასხათ სითხეები, თუ ქვა ან ხრეშს ამოძრავებთ, ფრთხილად იყავით, რომ არ დააბიჯოთ.