მიკროცემენტის ფერები: ფერთა ფართო სპექტრიდან შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ფერი.

CEMENTEC-ში სრულიად ვიზიარებთ ცნობილ ესპანურ გამონათქვამს: ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის, მოიძებნება სასურველი ფერი. მიუხედავად იმისა, რომ მიკროცემენტის ბუნებრივი ფერი ნაცრისფერია (გამომდინარე ბეტონური წარმოშობისა), ჩვენთან, შეგიძლიათ იხილოთ ტონალობათა მიხედვით ფერთა ფართო სპექტრის პროდუქცია. რაც მიიღწევა მიკროცემენტის მასაში ფერის პიგმენტის დამატების წყალობით. უზადო დეკორატიული საფარი, სხვა საუკეთესო მახასიათებლებთან ერთად არის ის რაც ფერის დამატებით მიიღწევა.

ამიტომ, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ფერთა არჩევანისას დაგვეკმაყოფილებინა ჩვენი კლიენტების უსაზღვრო ფანტაზია. ჩვენ გვსურს, რომ როდესაც ჯერი თქვენს არჩევანზე დადგება, შემოგთავაზოთ ფერთა ფართო სპექტრი, რათა შეარჩიოთ იმ ფერის მიკროცემენტი, რომელიც უფრო შეეფერება სარემონტო ფართობს და აკმაყოფილებს თქვენს სურვილებს. ჩვენი პროდუქცია მოიცავს ყველა არსებულ ფერს სხვადასხვა ტონალობში, და ადაბტირდება ყველა საჭირო ფართსა და სივრცეზე.

მაგრამ, თუ თქვენ მაინც ვერ იპოვეთ ის ფერი, რომელსაც ეძებდით თქვენი სარემონტო სამუშაოს ჩასატარებლად, არ ინერვიულოთ. CEMENTEC-ში თითოეული თქვენგანის ჩანაფიქრი ჩვენთვის განსაკუთრებულია, რადგან თქვენ არასოდეს არ ხართ ერთ-ერთი რიგითი მომხმარებელი. ჩვენ თქვენ ექსკლუზიურად დაგიმზადებთ სასურველ ფერს.
თუ დაგაინტერესათ ამ შემოთავაზებამ, ნუ დაკარგავთ დროს და დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით.

გთავაზობთ ჩამონათვალს იმ ფერებისას, რომლებიც მეტად მოთხოვნადია და ყველაზე უფრო ხშირად მოიხმარება ჩვენი კლიენტების მიერ. გააფერადეთ თქვენი სარემონტო სივრცე მიკროცემენტით, ის უკვე მზად არის თქვენი ოცნების ასახდენად.

microcemento de colores
microcemento blanco roto

ბლანკო როტო

microcemento gris ártico

გრის ატიკო

microcemento gris perla

გრის პერლა

microcemento gris marengo

გრის მარენგო

microcemento gris Stromboli

გრის სტრომბოლი

microcemento negro

ნეგრო

microcemento toffee

ტოფე

microcemento camel

კამელ

microcemento arena

ქვიშა

microcemento mariposa grove

მარიპოსა გროვე

microcemento nilo

სელი

microcemento azul báltico

ასულ ბატიკო

microcemento azul turquesa

ფირუზისფერი

microcemento granate

გრანატე

microcemento marrón wenge

მარონ ვენგე

microcemento verde oliva

ვერდე ოლივა

microcemento verde oliva

კანისფერი

personalizamos todo tipo de microcemento colores

არ არის მათ შორის, ის ფერი, რასაც ეძებთ?

ჩვენ ექსკლუზიურად დაგიმზადებთ მას, თუ თქვენი შეკვეთა 200 მ2-ი ფართობისთვისაა.

 რა არის მზა დეკორატიული საფარი და რა იგულისხმება ფერად მიკროცემენტში?

მზა მიკროცემენტი არის დეკორატიული საფარი, რომელიც დღეს ზენიტშია, მრავალი უპირატესობის გამო.შეიძლება ითქვას, რომ ის ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ ტენდენციად იქცა. მრავალფეროვნებისა და ადაპტირებადობის გამო ის კლასიფიცირდება, როგორც მასალა, რომელიც უზრუნველყოფს ზედაპირის საფარის მაღალ ხარისხს, იდეალურია ნებისმიერი ტიპის დეკორატიული სტილისთვის. სხვა მარავალ ფაქტორთან ერთად, მისი ძირითადი უპირატესობაა ის, რომ, ამ მასალის გამოყენებით, იოლად ხდება ნებისმიერი ფართის ზედაპირის დაფარვა, დიდი დასანგრევი სამუშაოების ჩატარების გარეშე. რაც პირდაპირი პირობაა იმისა, რომ რემონტის დროს ნაკლებად ან საერთოდ არ დაზიანდეს არაფერი. ამ მასალით ზედაპირის დაფარვა ძალიან მარტივია. სამუშაოს შესასრულებლად არ არის საჭირო იატაკის, კედლების ან პანელის ამაღლება. პროდუქტი პირდაპირ შეიძლება წაუსვათ 2 ან 3 მილიმეტრის სისქის თხელ ფენად, წინასწარ მომზადებულ, შესაღებ ზედაპირზე.

ბუნებრივი ცემენტი ნაცრისფერი არ არის? შეიძლება მისთვის ფერის შეცვლა? ამ ორივე შეკითხვას, ერთი და იგივე პასუხი აქვს. მიკროცემენტი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნაცრისფერია. თუმცა, თუ მას სხვადასხვა პიგმენტებს დავამატებთ, მივიღებთ მასას, რომელიც იქნება სხვა ფერის. თქვენს მიერ გამოყენებულ პიგმენტზეა დამოკიდებული მიკროცემენტის ფერი. ამგვარად, ფერადი მიკროცემენტის საწარმოებლად საჭირო არ არის რაიმე განსაკუთრებული პროდუქტის დამატება.

მიკროცემენტის რა ფერები არსებობს?

ნებისმიერი. CEMENTEC-ი გთავაზობთ ფერთა ფართო ქრომატულ დიაპაზონს, რომელიც მოიცავს ყველა იმ ძირითად ფერს, რომელიც თეთრსა და შავს შორის გვხვდება. ანუ ჩვენს კომპანიაში არსებული პიგმენტაციის სისტემა, ამ საწარმოო ხაზზე წინასწარ დაპროგრამებული ნებისმიერი ფერის შერჩევის შესაძლებლობას იძლევა. თუ გსურთ პერსონალურად დაგიმზადონთ, განსხვავებული ფერის მიკროცემენტი თქვენი შეკვეთა უნდა აღემატებოდეს 200 მ2-ს. გადახედეთ ჩვენს კატალოგს და შეარჩიეთ ის ფერი, რომელიც უფრო შესაფერისად მიგაჩნიათ სარემონტო ფართისათვის ან თქვენს მიერ ჩაფიქრებული დეკორაციისათვის.

 ჩვენ გირჩევთ ფერადი მიკროცემენტი შეარჩიოთ, იმისდა მიხედვით თუ სად იქნება ის გამოყენებული, საუკეთესო შედეგის მისაღწევად, რამოდენიმე პირობაა გასათვალისწინებელი. მაგალითად, თუ ოთახი საკმაო ბუნებრივ განათებას იღებს, რეკომენდირებულია მუქი ტონების გამოყენება. თუ გასარემონტებელ სივრცეს მზის სხივები პერიოდულად ანათებს, ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ უფრო რბილი და ნაკლებად გაჯერებული ფერები. თუ ოთახს ესაჭიროება ხელოვნური განათება, ფერის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რა ტიპის განათებას იყენებთ. ცივი განათება ამცირებს ფერების ინტენსივობას და თბილი განათება ხაზს უსვამს მას. ფერის არჩევისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა ოთახის ზომის გათვალისწინება. მთავარი ამოცანაა იცოდე ფერების არჩევა. მუქი ფერის ზედაპირი იწვევს სივრცის შემცირების ანუ მისი დაპატარავების ეფექტს. ნეიტრალური ან ღია ფერი ხელს უწყობს რომ ოთახის სივრცე ვიზუალურად ფართო გამოჩნდეს.

 დატკბით, ესთეტიურად ყველაზე ელეგანტური ზედაპირით, რომელიც დაამშვენებს ნებისმიერ სივრცეს. CEMENTEC-ის უახლესი მიკროცემენტით, მიიღწევა საფარის მთლიანობის ეფექტი, ადჰეზიის გარეშე.

შესაძლებელია თუ არა ფერადი მიკროცემენტის სხვა მასალებთან ერთად გამოყენება და ამით განსხვავებული სტილის შექმნა?

 რა თქმა უნდა. უფრო მეტიც, გირჩევთ რომ ასე მოიქცეთ. ფერადი მიკროცემენტი, რომელიც მზა მასალაა სამუშაოების ჩასატარებლად, იმდენად დიდ შესაძლებლობებს იძლევა, რომ მისი კომბინაციით შესაძლებელია საოცარი შედეგის მიღება. ერთის მხრივ, ფერთა კომბინირება შეგვიძლია მოვახდინოთ ერთი და იმავე სარემონტო სივრცეში, მაგალითად დავფაროთ იატაკისა და კედლების ზედაპირი სხვადასხვა ფერების ფენით. შეგვიძლია, კონტრასტიც კი შევქმნათ იატაკის ან სხვა ზედაპირის საფარსა და კედლების ფერს შორის. ეს იქნება დამადასტურებელი იმისა, რომ თქვენ თვითდაჯერებული ხართ, გიზიდავთ ელეგანტურობა და გაქვთ დახვეწილი გემოვნება. ანალოგიურად ამისა, თუ თქვენს ოთახს გააჩნია თაღები და სვეტები, ისინი შეგიძლიათ გამოიყენოთ კონტრასტის შესაქმნელად, ერთს კი გირჩევთ, თუ გსურთ ბრწყინვალე შედეგი მიიღოთ, ნუ გამოიყენებთ სამ ფერზე მეტს ერთ სივრცეში.

 მეორე მხრივ, ფერად მიკროცემენტთან შეგიძლიათ სხვა მასალების გამოყენებაც თუ თქვენ გსურთ თანამედროვე სტილის გარემო შექმნათ, მოახდინეთ მიკროცემენტის კომბინირება ლითონის ნაჭრებთან. თუ ამ დეკორატიულ საფარს ხის მასალას ან სხვა ბუნებრივ ელემენტებს შეუთავსებთ, ეს საშუალებას მოგცემთ შექმნათ რუსტიკული და მშვიდი სივრცე. თუ მიკროცემენტთან გამოიყენებთ კერამიკის ან ფაიფურის ელემენტებს, ამით იმას დაამტკიცებთ, რომ თქვენ კლასიკური სტილის ერთგული რჩებით. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ამ მასალით, შესაძლებელია შექმნათ ყველა ის დეკორაცია და კომბინაცია, რომელიც კი თავში გაგიელვებთ.

 რეალობად აქციეთ თქვენი ოცნება და მოახდინეთ თქვენი სახლის პერსონალიზაცია, შექმენით ინდივიდუალური სტილის ფერებით სავსე სივრცე ჩვენთან ერთად. ისარგებლეთ ამ შესაძლებლობით, გვენდეთ ჩვენ და დარწმუნდით, რომ თქვენი სარემონტო სამუშაოები დარგის საუკეთესო სპეციალისტების ხელშია.